გზამკვლევი მშობლებისთვის
წაიკითხეთ ეს სტატია სხვა ენაზე:
-------
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხანის აკადემიაზე! ჩვენს პლატფორმაზე სწავლის დროს მშობლის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, გვინდა, დაგეხმაროთ, რაც შეიძლება მარტივად და სწრაფად აითვისოთ ხანის აკადემია.
ვიცით, რომ ბევრ თქვენგანს შეკითხვები აქვს სკოლის დახურვის პერიოდში სწავლასთან დაკავშირებით. ჩვენც სწორედ ამისთვის ვართ - გვინდა, სწავლაში დაგეხმაროთ. ამიტომ, შევადგინეთ ხშირად დასმული შეკითხვები მშობლებისთვის, რაც დისტანციური სწავლების პერიოდში გამოგადგებათ.
თუ მზად ხართ, დაიწყოთ საიტის მოხმარება, ეს გზამკვლევი დაწყებაში დაგეხმარებათ, თუმცა ყველაფრის წაკითხვა ნამდვილად არ არის საჭირო. პირველ 4 ნაბიჯს 15 წუთში შეასრულებთ. გთოხვთ, ასევე, ბმულების მეშვეობით გადაახტეთ საკითხებს, თუ რომელიმე ნაწილი თქვენთვის რელევანტური არ არის:
ნაბიჯი 1: შექმენით მშობლის ანგარიში ან შედით არსებულ ანგარიშში.
ნაბიჯი 2: მოინახულეთ მშოლბის მართვის პანელი.
ნაბიჯი 3: დაიმატეთ შვილი, თუ მას უკვე აქვს ანგარიში ხანის აკადემიაზე ან შექმენით მისთვის ახალი ანგარიში.
ნაბიჯი 4: დაეხმარეთ შვილს სისტემაში შესვლაში.
ნაბიჯი 5: გაიგეთ მეტი კურსის დახელოვნებაზე, დააწყებინეთ შვილს სწავლა, და თვალი ადევნეთ მის პროგრესს.
არასავალდებულო ნაბიჯი 6: გაეცანით დამატებით რესურსებს ანგარიშების მართვაზე და თქვენი შვილისთვის სასწავლო პროცესის გამარტივებაზე.
-----
ნაბიჯი 1: შექმენით მშობლის ანგარიში
პირველ რიგში, თქვენთვის ანგარიში უნდა შევქმნათ - თუ უკვე არ ხართ რეგისტრირებული. ამისათვის შედით ხანის აკადემიის მთავარ გვერდზე და დააჭირეთ მშობლების ღილაკს.
შეძლებთ, დარეგისტრირდეთ Google-ის ან Facebook-ის ანგარიშით ან შექმნათ მომხმარებლის სახელი და პაროლი. აირჩიეთ ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი.
უკვე არსებულ ანგარიშში შესვლა
თუკი უკვე რეგისტრირებული ხართ ხანის აკადემიაზე (და მაშინაც კი, თუ მას მშობლის პროფილით არ იყენებდით), შედით ანგარიშში ღილაკით შესვლა გვერდის ზედა მარჯვენა კუთხიდან
ნაბიჯები 2 და 3: მართვის პანელის ნახვა და ბავშვისთვის ანგარიშის შექმნა
მას შემდეგ, რაც საკუთარ ანგარიშს შექმნით ან არსებულ ანგარიშში შეხვალთ, სისტემა მშობლის მართვის პანელზე გადაგიყვანთ. თუ ამ გვერდზე ავტომატურად არ მოხვდებით, მართვის პანელზე გადასვლა ყოველთვის შეგიძლიათ თქვენს სახელზე დაწკაპუნებით ზედა მარჯვენა კუთხეში, შემდეგ კიმშობლის მართვის პანელის არჩევით ჩამოშლად მენიუში.
თუკი მშობლის მართვის პანელს პირველად უყურებთ, დაინახავთ მხოლოდ მისალმებას, შემდეგ კი ცარიელ პანელს. შვილის დასამატებლად დააწკაპუნეთ ბავშვის დამატების ღილაკზე.
ბავშვის დასამატებლად რამდენიმე გზა გექნებათ - ეს დამოკიდებული იქნება მის ასაკზე და იმაზე, აქვს თუ არა მას უკვე ხანის აკადემიის ანგარიში.
შვილის დამატება, როცა მას უკვე აქვს ანგარიში ხანის აკადემიაზე
თუ თქვენს შვილს უკვე აქვს ანგარიში ხანის აკადემიაზე (მაგალთად, თუ მას სკოლაში იყენებს), შეგიძლიათ, ამ ანგარიშს მშობლის პროფილით დაუკავშირდეთ! ამგვარად, ნახავთ, როგორ სწავლობს ის სწოლაში, ხოლო მისი მასწავლებელი დაინახავს, როგორ იმეცადინებს ის სახლში და არც რამდენიმე ანგარიშით მეცადინეობა მოგიწევთ.
შვილის არსებული ანგარიშის დასამატებლად მართვის პანელში დააწკაპუნეთ ღილაკზე ბავშვის დამატება და შემდეგ აირჩიეთ „ჩემს შვილს უკვე აქვს ანგარიში“ თქვენი შვილის დაბადების თარიღის ქვედა ველში.
შეიყვანეთ ელფოსტა, რომლითაც თქვენმა შვილმა ხანის აკადემიის ანგარიში შექმნა, შემდეგ კი დააწკაპუნეთ შემდეგს.
დაინახავთ მესიჯს, რომელიც დაადასტურებს, რომ მოწვევა გაგზავნილია და ბავშვს შეუძლია, შევიდეს თავის ანგარიშში და დაადასტუროს.
თუკი მშობლის მართვის პანელს დაუბრუნდებით, ნახავთ შვილის სახელს და მესიჯს, რომლის მიხედვითაც ის უკვე დაპატიჟებულია:
როცა ბავშვი თავის ანგარიშში შევა, თავისი სახელის გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში, დაინახავს შეტყობინებას:
ის დააწკაპუნებს თავის სახელზე, შემდეგ შეტყობინებებზე და იპოვის თქვენგან მშობლად დამატების მოწვევას:
მოწვევის დასადასტურებლად ის დააწკაპუნებს ღილაკზე დათანხმება და დაინახავენ დადასტურების მესიჯს.
შემდეგში სისტემაში რომ შეხვალთ, შეტყობინებას თქვენც მიიღებთ, რომ ბავშვი დათანხმდა თქვენს მიწვევას:
13-ზე ნაკლები წლის ბავშვისთვის ანგარიშის შექმნა
თუ თქვენი შვილი 13-ზე ნაკლები წლისაა, მას შეზღუდული ანგარიში ექნება და თქვენ მოგიწევთ, თავად შექმნათ და მართოთ მისი ანგარიში.
სისტემა მოგთხოვთ, შვილისთვის მომხმარებლის სახელი და პაროლი შექმნათ, შეიყვანოთ კლასი და გენდერი (თუ ამ ინფორმაციის მითითება არ გსურთ, არაუშავს! უბრალოდ აირჩიეთ დაუზუსტებელი). შეგიძლიათ, ასევე, აირჩიოთ, ჰქონდეს თუ არა ბავშვს უფლება, დაიმატოს სხვა მწვრთნელები (მაგალითად, მასწავლებლები, სხვა მშობელი ან მეურვე). ინფორმაციას რომ შეიყვანთ, დააჭირეთ ღილაკს შემდეგ.
დაინახავთ დადასტურების მესიჯს და შეძლებთ, დაბრუნდეთ მართვის პანელზე ან დაამატოთ სხვა ბავშვი.
13-ზე მეტი წლის ბავშვისთვის ანგარიშის შექმნა
თუ თქვენი შვილი 13 ან მეტი წლისაა, ის საკუთარი ანგარიშის მართვას თავად შეძლებს. თქვენ შეგეძლებათ, თავად შეუქმნათ მას ანგარიში ან გაუგზავნოთ ელფოსტა, რომ მათ შექმნან ანგარიში და ავტომატურად დაგიმატონ, როგორც მშობელი.
მათი ანგარიშის შესაქმნელად შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, კლასი, გენდერი (თუ ამ ინფორმაციის შეყვანა არ გსურთ, აირჩიეთ დაუზუსტებელი). ინფორმაციის შეყვანას რომ მორჩებით, დააჭირეთ ღილაკსშემდეგ.
თუ წერილის გაგზავნა გსურთ, აირჩიეთ კი ველთან აქვს თუ არა თქვენს შვილს ელფოსტა? და შეიყვანეთ მისი ელფოსტა. ბავშვი დაახლოებით ასეთ წერილს მიიღებს:
ის დააწკაპუნებს ღილაკზე ხანის აკადემიაზე რეგისტრაცია და მიჰყვება ინსტრუქციას და შექმნის ანგარიშს, თქვენ კი ავტომატურად გახდებით მისი მშობელი ჩვენს სისტემაში.
ნაბიჯი 4: შეიყვანეთ შვილი სისტემაში
ბავშვის ანგარიში თქვენსას თუ დაუკავშირეთ, ახლა შეგიძლიათ, შვილი თავის ანგარიშში შეიყვანოთ. თუ თქვენ ერთ კომპიუტერს ხმარობთ, სასურველია, თუ მშობლის ანგარიშიდან გამოხვალთ და შვილის ანგარიშით შეხვალთ.
სისტემიდან გამოსვლა ნებისმიერი გვერდიდან შეგიძლიათ. ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენს სახელს დააჭირეთ, შემდეგ კი აირჩიეთ ღილაკი გასვლა.
შემდეგ თქვენს შვილს შეუძლია, იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით შევიდეს, რომელიც თქვენ შეუქმენით.
ნაბიჯია 5: გაეცანით კურსის დახელოვნებას
ხანის აკადემიაზე პერსონალიზებული, დახელოვნებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემა გვაქვს. დახელოვნება ნიშნავს, რომ თქვენი შვილი იქამდე იმუშავებს ამა თუ ამ საკითხზე, სანამ სრულყოფილად არ დაეუფლება მას. ამა თუ იმ უნარს ის მაშინ დაეუფლება, როცა შეუძლია, უნარი წარმატებით გამოიყენოს ამა თუ იმ დავალების გადასაჭრელად.
დახელოვნების სისტემას ბევრი კურსი იყენებს -- აი, სრული სია. თქვენ და თქვენი შვილი ამ კურსების პოვნასკურსების ჩამოშლად მენიუში, ნებისმიერ გვერდზე, იპოვით .
ნაბიჯი 5 (გაგრძელება): დააწყებინეთ შვილს სწავლა ხანის აკადემიაზე
თუ ჯერაც არ ხართ დარწმუნებული, რომელ კურსზე უნდა იმუშაოს თქვენმა შვილმა, გირჩევთ, დაუკავშირდეთ მის მასწავლებელს და ჰკითხოთ, საიდან დაიწყოს ბავშვმა. შეგიძლიათ, ჩახედოთ შვილის საშინაო დავალებას, ჰკითხოთ, რას გადიან კლასში. შეხედეთ ამ თემებთან დაკავშირებულ რესურსებს.
კურსის დასაწყებად შვილი კურსს ჩამოშლად მენიუში აირჩევს. მაგალითად, აქ მან აირჩია დამამთავრებელი კლასების მათემატიკა დამას სწორედ ამ გვერდზე გადავამისამართებთ.
მას შეუძლია, აირჩიოს თავი, რომლითაც სურს დაწყება. მაგალითად, მე-9 კლასის მათემატიკა.
აქედან უკვე შეუძლია, აირჩიოს ვიდეო, სტატია ან სავარჯიშო ნებისმიერ გაკვეთილში. მაგალითად, აქ ავირჩიეთ ალგებრის საფუძვლებში გამეორებისა და ალგებრის ისტორიის ვიდეო.
ნაბიჯია 5 (გაგრძელება): თვალი ადევნეთ შვილის პროგრესს
შვილის პროგრესის ნახვა მშობლის მართვის პანელში შეგიძლიათ. დააწკაპუნეთ შვილის სახელზე და ნახეთ მისი ნამუშევარი.
თქვენ პირდაპირ შვილის პროგრესის გვერდზე გადახვალთ, მაგრამ მარცხენა მენიუდან შეგიძლიათ, მათ პროფილში ან მასწავლებლების გვერდზეც გადახვიდეთ.
მათი პროგრესის ანგარიშში მათ აქტივობას დროის, მასალისა და აქტივობის ტიპის (სავარჯიშო, ვიდეო, სტატია, ტესტი, ა.შ.) მიხედვით ნახავთ. დაინახავთ ამა თუ იმ აქტივობის სახელს, როდის იმუშავეს მასზე და რამდენი ხანი დაუთმეს მას.
გარდა ამისა, თუ აქტივობა ამა თუ იმ უნარში ვარჯიშს ან შეკითხვებზე პასუხს ითვალისწინებდა, დაინახავთ შვილის დახელოვნების დონეს, გაიგებთ, შეიცვალა თუ არა მათი ცოდნის დონე (უფრო მეტად ან ნაკლებად თუ დახელოვნდა საკითხში) და გაიგებთ, რამდენ შეკითხვას გასცეს სწორი პასუხი.
გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენმა შვილმა ახლახან დაასრულა აქტივობა, შეიძლება, ანგარიშში მის ასახვას 10 წუთამდე დასჭირდეს.
დამატებითი რესურსები
იმედი გვაქვს, ეს გზამკვლევი ხანის აკადემიის ათვისებაში დაგეხმარებათ. აი, დამატებითი რესურსები შვილის და საკუთარი ანგარიშების მართვაზე და ჩვენი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაზე.
ანგარიშების მართვა
- როგორ შევცვალო ჩემი შვილის ანგარიშის პარამეტრები?
- როგორ აღვადგინო შვილის პაროლი?
- როგორ გავაუქმო შვილის ანგარიში?
- როგორ დავამატო ან წავშალო მწვრთნელები შვილის ანგარიშიდან
- ცვლილებები მშობლის მართვის პანელში 2020-ში