როგორ გამოვიყენო დავალებების ქულების ანგარიში?
როცა მოსწავლეებისთვის ხანის აკადემიაზე დავალება გაქვთ მიცემული, შეძლებთ, დაინახოთ, როგორ გაართვეს თავი დავალებას „დავალებების ქულების“ ანგარიშში. გაითვალისწინეთ, რომ ამ ანგარიშში დაინახავთ მხოლოდ თქვენ მიერ გაცემულ დავალებებზე შესრულებულ სამუშაოს.
დასაწყისისთვის გახსენით ანგარიში; ამისთვის დააწკაპუნეთ ღილაკზე ქულები რომელიც მდებარეობს დავალებების ქვეშ ეკრანის მარცხენა მხარეს.
რას ნიშნავს დავალების სიმბოლოები?
თითოეული დავალების ზემოთ დაინახავთ ნიშნულებს, რომლებიც განსხვავებული ტიპის დავალებებს წარმოადგენენ.
- მაგალითად სამკუთხეთი ნიშნავს ვიდეოს
- ფურცელი ნიშნავს სტატიას
- ხოლო ფანქარი ნიშნავს სავარჯიშოს, შუალედურ ტესტს ან თემის ტესტს
დავალების ქულების გრაფები:
დავალების უჯრებში დაინახავთ სხვა სიმბოლოებსა და ფერებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოსწავლეების ნამუშევრის უკეთ აღქმაში.
- ნაცრისფერი ფანჯარა შიგნით ტირეთი ნიშნავს, რომ მოსწავლეს დავალება ჯერ არ შეუსრულებია, თუმცა დავალება უკვე ჩანს მოსწავლის ანგარიშში.
- დავალების ქვეშ ტირე; ფანჯარა არ არის ნიშნავს, რომ დავალება ჯერ არ გაცემულა და მოსწავლე მას ვერ ხედავს თავის ანგარიშში.
ფერები:
ფერები, რომლებიც მოსწავლეთა ქულებს აღნიშნავს და საშუალებას გაძლევთ, ერთი შეხედვით აღიქვათ მათი ნამუშევარი.
- მწვანე ნიშნავს, რომ მოსწავლემ ეს დავალება კარგად შეასრულა
- სტაფილოსფერი ნიშნავს, რომ თქვენი მოსწავლე იცნობს საკითხს, თუმცა მეტი ვარჯიში არ აწყენდა
- წითელი ნიშნავს, რომ მოსწავლემ სცადა დავალების შესრულება, თუმცა ჯერ არ დაუფლებია საჭირო უნარებს
თოლიას ნიშნები:
მწვანე ნიშანი გეუბნებათ, რომ მოსწავლემ დაასრულა ვიდეო ან სტატია - მასალის ის ტიპი, რომელიც ქულებით არ ფასდება.
თუ მოსწავლე ამბობს, რომ მან დაასრულა ვიდეო, თუმცა ანგარიშში არ ჩანს თოლიას მწვანე ნიშანი, წაიკითხეთ ეს სტატია მეტი ინფორმაციისთვის ამ საკითზე.
მოსწავლემ თქვა, რომ მან დაასრულა დავალება ერთზე მეტჯერ. ანგარიშში რომელი ქულა გამომიჩნდება?
თქვენ დაინახავთ მოსწავლის მიერ აღებულ უმაღლეს ქულას ამ დავალებაში.
ანგარიშის ნახვას რომ ვაწკაპუნებ, რას ნიშნავს პირველი მცდელობა და ბოლო მცდელობა?
დააკვირდით, რომ მოსწავლეებს სავარჯიშოს კონკრეტული ამოცანის რამდენიმეჯერ ცდა შეუძლიათ, როცა სავარჯიშოს, შუალედურ ან თემის ტესტს ასრულებენ. დააწკაპუნეთ ღილაკზე ანგარიშის ნახვა და დაინახავთ თითოეულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობებს (და არა მთლიანი დავალების მცდელობებს).
ქვემოთ ჩანს, რომ მოსწავლის მიერ მიღებული უმაღლესი ქულა ამ დავალებაში არის 75%.
მას შემდეგ, რაც დააწკაპუნებთანგარიშის ნახვაზე, დაინახავთ, როგორ შეასრულა თითოეული ამოცანა მოსწავლემ.
პირველი მცდელობა:
პირველივე ცდაზე თითეულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას მოსწავლეს შეეშალა 1-ლი შეკითხვა.
ბოლო მცდელობა:
4 შეკითხვაზე პასუხის არასწორად გაცემის შემდეგ, მოსწავლეს მაშინვე მიეცა კიდევ ერთი შანსი, ეპასუხა შეკითხვისთვის და მან შეკითხვას სწორად უპასუხა. მიუხედავად ამისა, სწორედ მოსწავლის პირველი მცდელობისას მიიღო მან ყველაზე მაღალი ქულა.
თუ მოსწავლე მთლიან დავალებას ხელახლა შეასრულებს, ის შეძლებს საუკეთესო ქულის გაუმჯობესებას.
როგორ ვნახო, რამდენჯერ დაასრულა მოსწავლემ მთლიანი სავარჯიშო, შუალედური ტესტი ან თემის ტესტი?
თუ გსურთ, ნახოთ, რამდენჯერ სცადა მოსწავლემ მთლიანიდავალება, დააწკაპუნეთ მართვის ღილაკს დავალებების ქვეშ მარცხენა გვერდით ზოლში.
Under the column marked Completed, you will be able to see how many students completed the assignment out of how many students received the assignment.
კონკრეტული დავალებისთვის ამ სვეტში ბმულს თუ დააწკაპუნებთ, დაინახავთ, რამდენჯერ დაასრულა დავალება თითოეულმა მოსწავლემ და რა მაქსიმუმ რამდენი ქულა მიიღეს მათ (რა იყო მათი საუკეთესო ქულა). შეძლებთ, ეს ანგარიში CSV ფაილადაც გადმოწეროთ და შეინახოთ.
როგორ დავინახო მოსწავლის ნამუშევარი ყველა დავალებაში?
თუ გსურთ, დაინახოთ კონკრეტული მოსწავლის ნამუშევარი ეკრანზე გამოსახულ ყველა დავალებაში, დააწკაპუნეთ მოსწავლის სახელზე.
აქედან თუ სხვა მოსწავლეზე მოისურვებთ გადასვლას, დააწკაპუნეთ მოსწავლის შეცვლის ჩამოშლადი მენიუ და აირჩიეთ სხვა მოსწავლე.
თუ დროის კონკრეტული პერიოდი გაინტერესებთ, გამოიყენეთ დროის ფილტრი. თქვენ შეძლებთ, დავალებები საბოლოო ვადის მიხედვით გაფილტროთ.
იხილეთ ასევე: