რით შეგვიძლია დახმარება?

რა არის მასწავლებლის მართვის პანელი?

განახლებულია

მასწავლებლის მართვის პანელი ხანის აკადემიაზე მასწავლებლის მთავარი გვერდია. როგორც კი მასწავლებლის ანგარიშს შექმნით, მართვის პანელს ზემოთ, ცენტრში, ხანის აკადემიის ლოგოზე დაწკაპუნებით მიაგნებთ.

მას, ასევე, იპოვით, თუ ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენს სახელზე დააწკაპუნებთ და აირჩევთ ღილაკს მასწავლებლის მართვის პანელი ჩამოსაშლელი მენიუდან. 

ყველა იმ ფუნქციასა და რესურსს, რომელიც მოსწავლეებისა და კლასების მართვისთვის გჭირდებათ, სწორედ მართვის პანელში ნახავთ. ეცადეთ, კარგად გაეცნოთ მართვის პანელს, სანამ მოსწავლეებს დაამატებთ!

Teacher_Dashboard_in_Khan_Academy.png