რით შეგვიძლია დახმარება?

როგორ დავიმატო მასწავლებელი?

განახლებულია

მასწავლებელი შეიძლება, გახსეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც სწავლასი გეხმარებათ - მშობელი, მენტორი, მეგობარი, სკოლის მასწავლებელი. თუ გყავთ ვინმე, ვისაც შეუძლია, გასწავლოთ, ისინი თავიანთი ელფოსტით ან Google-ის/Facebook-ის ანგარიშით უნდა დარეგისტრირდნენ. 

როცა ვინმეს მასწავლებლად ამატებთ, ისინი ხედავენ თქვენს პროგრესს, რომ უკეთ შეძლონ თქვენი დახმარება.  თუ თქვენს ანგარიშზე მიბმულია ელფოსტა, თქვენი მასწავლებელი, ასევე, ამ ელფოსტას დაინახავს. 

მიჰყევით ქვედა ინსტრუქციას, თუ ხართ მოსწავლე, რომელსაც სურს მასწავლებლის დამატება. თქვენ დაგჭირდებათ მისი კლასის კოდი ან ელფოსტა. 

  1. ხანის აკადემიაზე თქვენს ანგარიშში რომ შეხვალთ, გამოგიჩნდებათ მთავარი გვერდი. დააწკაპუნეთ ღილაკს მასწავლებლები ნავიგაციის მარცხენა მენიუში.

მიჰყევით ინსტრუქციას ბლოკში ჩემი მასწავლებლები რომ გაწევრიანდეთ კლასში ან დაიმატეთ მასწავლებელი.

Screenshot_112519_101830_AM.jpg

გადმოწერეთ ინსტრუქციები PDF ფორმატში: მწვრთნელის დამატება.

მასწავლებლის წაშლა

თუ გსურთ, წაშალოთ მასწავლებელი, გადადით მასწავლებლების გვერდზე, როგორც ზემოთაა აღწერილი და დააწკაპუნეთ ღილაკზე წაშლა - ღილაკი იმ მასწავლებლის გვერდით იქნება განთავსებული, რომლის წაშლაც გსურთ. ბავშვის ანგარიშში. 13-ზე ნაკლები წლის ბავშვებს არ შეუძლიათ, მშობლები წაშალონ მწვრთნელის სიიდან. ბავშვის ანგარიშში მშობელი-მასწავლებლის წასაშლელი ღილაკი არ არის.

Screenshot_112519_102232_AM.jpg