რას ნიშნავს პირველი და ბოლო მცდელობა სავარჯიშოს ანგარიშებში?
პირველი და ბოლო მცდელობა
სავარჯიშოების ანგარიში შეგიძლიათ, იპოვოთ დავალებების ჩანართში და ნახოთ თითოეული მოსწავლის შედეგები ნებისმიერ სავარჯიშოში, ნებისმიერ შეკითხვაზე თუ დავალებაზე (იხ. ქვემოთ). ამ ანგარიშში მცდელობა გულისხმობს ერთი ამოცანის დასრულებას.

შენიშვნა: ამ ანგარიშში ჩვენ არ გაჩვენებთ ქულებს, არამედ იმას, თუ სწორად შესრულდა თუ არა ამოცანა.
აქ მცდელობებში თუ ჩართავთ პირველს, ნახავთ, რომელი ამოცანები შეასრულა მოსწავლემ სწორად პირველივე ცდაზე.
ხოლო თუ ჩართავთ ბოლოს, მაშინ ნახავთ, აირჩია თუ არა ბოლოს მოსწავლემ სწორი პასუხი (ამოცანის ამოხსნის ბოლო მცდელობაში) მინიშნებების ან ამოცანის გამოტოვების გარეშე.

მაგალითად, თუ მოსწავლემ არასწორად უპასუხა ამოცანას, მათ შეუძლიათ, ხელახლა სცადონ, თუ დააჭერენ ღილაკს კიდევ სცადეთ. მათ ასევე შეუძლიათ, დააჭირონ ღილაკს გააგრძელეთ და გამოტოვონ ამოცანა. თუ მოსწავლე აირჩევს ხელახლა ცდას, მარ ამოცანის რამდენიმე მცდელობა გამოუჩნდება.

ამით ახლდება ბოლო მცდელობა ანგარიშების გვერდზე, თუმცა სხვა ანგარიშებში არაფერი იცვლება. თუკი მოსწავლე მეორე ცდაზე სწორ პასუხს აირჩევს, მისი მცდელობა სწორ მცდელობად გამოჩნდება, როცა ბოლო მცდელობა იქნება მონიშნული.
შენიშვნა: ბოლო მცდელობა მხოლოდ მაშინ იქნება არასწორი (წითელი), როცა მოსწავლე გამოტოვებს ამოცანას ან გამოიყენებს მინიშნებას.
როცა მასწავლებელი დავალებას ქმნის, სისტემა ვარაუდობს, რომ მასწავლებელს სურს, მოსწავლემ დავალება მაშინაც შეასრულოს, თუკი ის უკვე შესრულებული აქვს.
ამიტომ, ესა თუ ის დავალება დასრულებულად ითვლება მაშინ, როცა მოსწავლე დავალების მიღების შემდეგ დაასრულებს მას. მიუხედავად ამისა, როცა მოსწავლე ამ დავალების გარდა სხვა მასალაზე იმუშავებს, მისი დახელოვნების დონე მაინც შეცვლება.
თუ მოსწავლეს რამდენიმე კლასში დაავალებენ ერთსა და იმავე დავალებას (მაგალითად, თუ მას ორი მასწავლებელი ჰყავს), მისი დასრულება ორივე კლასში ჩაეთვლება. მიუხედავად ამისა, თუკი მოსწავლე დავალებას იქამდე შეასრულებს, რაც დავალებას მასწავლებლისგან მიიღებს, მას ეს დავალება არ ჩაეთვლება დასრულებულად და ის არც დავალებების ანგარიშში გამოჩნდება.