რით შეგვიძლია დახმარება?

რა ითვლება მცდელობად ხანის აკადემიაზე?

განახლებულია

რამდენიმე ანგარიშში ხანის აკადემია იყენებს ტერმინს მცდელობა, ზოგ შემთხვევაში კი ეს ტერმინი სხვადასხვა ქმედებას მიემართება - როგორც წესი, მოსწავლის მიერ ან მთლიანი სავარჯიშოს ცდას, ან სავარჯიშოში კონკრეტული ამოცანის მოსინჯვას. ქვემოთ წაიკითხავთ, რას ნიშნავს ეს ტერმინი თითოეულ ანგარიშში.

ქულების ჩანართი

ქულების ჩანართში ფერად ფანჯარაში რიცხვი ნიშნავს საუკეთესო ქულას თითოეულ დავალებაში. ანუ თუ მოსწავლემ რამდენიმეჯერ სცადა დავალების შესრულება, აქ გამოჩნდება მათ მიერ მიღწეული უდიდესი ქულა. ეს არ ითვალისწინებს, გამოიყენეს თუ არა მათ მინიშნება ან ვარაუდი. ამ ანგარიშში მცდელობა გულისხმობს რაოდენობას იმისა, თუ რამდენჯერ დაასრულა მოსწავლემ სავარჯიშო.

mceclip0.png

იგივე ეხება ტერმინ მცდელობის სვეტში, როცა ის ამ ანგარიშში რომელიმე მოსწავლის სახელზე დაწკაპუნებისას ჩნდება (მაგალითად, მცდელობა მიემართება მოსწავლის მიერ დავალების დასრულების რაოდენობას).

mceclip2.png

მართვის ჩანართი

ტერმინს იგივე მნიშვნელობა აქვს მართვის ჩანართში, როცა დააწკაპუნებთ დასრულებულების სვეტზე. ამ დროს გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც მცდელობების სვეტი აღწერს, რამდენჯერ დაასრულა თითოეულმა მოსწავლემ ეს სავარჯიშო (იხილეთ სურათი ქვემოთ).

ზუსტად ისე, როგორც წინა ანგარიშში, აქაც მოსწავლის სახელზე დაწკაპუნებით გამოჩნდება მოსწავლის დავალებების ანგარიში, სადაც მცდელობები ასევე აღნიშნავს იმას, თუ რამდენჯერ დაასრულა მოსწავლემ სავარჯიშოები (იხილეთ სურათი ქვემოთ).

mceclip2.png

ამ ანგარიშებში ტერმინი პროგრესშია მცდელობების სვეტში ნიშნავს, რომ მოსწავლემ სავარჯიშოს პირველი ამოცანა დაიწყო. მოსწავლეს ტერმინი მცდელობა დაეწერება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსწავლე დაასრულებს ყველა ამოცანას ამ სავარჯიშოში.

მოსწავლეს ყოველთვის შეუძლია, ხელახლა დაიწყოს სავარჯიშო ყველა ამოცანის დასრულების შემდეგ. ამისთვის ის უნდა დაუბრუნდეს სავარჯიშოს და დააჭიროს ღილაკს ვარჯიშის გამეორება სავარჯიშოს ბოლოში. ეს მას რამდენიმე მცდელობად ჩაეთვლება.

სავარჯიშოს ანგარიში

არის კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია დავალებების ჩანართში და რომელზეც ასახულია ინფორმაცია სავარჯიშოში თითოეული ამოცანის შესახებ (იხილეთ ქვემოთ). ამ ანგარიშში მცდელობა გულისხმობს ამა თუ იმ ამოცანის დასრულებას. ამ ანგარიშში არაა მოცემული ქულები - ჩანს მხოლოდ ის, სწორად შეასრულა თუ არა მოსწავლემ ამოცანა. მცდელობების ქვეშ თუ ჩართავთ პირველს, გამოგიჩნდებათ ამოცანები, რომლებზეც პირველივე ჯერზე სწორად გაეცა პასუხი. თუ ჩართავთ ბოლოს, გამოგიჩნდებათ, აირჩია თუ არა მოსწავლემ ბოლო ცდაზე სწორი პასუხი (შეკითხვის გამოტოვების ან მინიშნების მიღების გარეშე). 

unnamedsdfsfsdf.png

 

მაგალითად, თუ მოსწავლეს შეეშალა ამოცანა, მას შეუძლია, სცადოს კიდევ ერთხელ ღილაკით კიდევ სცადეთ. მას, ასევე, შეუძლია, დააწკაპუნოს ღილაკზე გააგრძელეთ და გამოტოვოს ამოცანა. თუ ის გადაწყვეტს, ხელახლა სცადოს, მას ამოცანა რამდენიმე მცდელობაში ეთვლება. ამ დროს ბოლო მცდელობების ანგარიში ახლდება, თუმცა სხვა ანგარიშებში ცვლილებები არ შედის.

შენიშვნა: როცა მასწავლებელი დავალებას ქმნის, სისტემა ვარაუდობს, რომ მასწავლებელს სურს, მოსწავლემ ეს დავალება ხელახლა შეასრულოს (მიუხედავად იმისა, რომ ეს დავალება უკვე შესრულებული აქვს). ამიტომ, ასეთი დავალება დასრულებულად მხოლოდ მას შემდეგ გამოცდება, რაც მოსწავლე მას დავალების მიღების შემდეგ შეასრულებს. თუმცა მოსწავლის დახელოვნების დონზე შესაძლოა, სხვა აქტივობებმა იქონიოს გავლენა. თუ მოსწავლეს რამდენიმე კლასში დაავალებენ ერთსა და იმავე დავალებას (მაგალითად, თუ მას ორი მასწავლებელი ჰყავს), მისი დასრულება ორივე კლასში ჩაეთვლება. მიუხედავად ამისა, თუკი მოსწავლე დავალებას იქამდე შეასრულებს, რაც დავალებას მასწავლებლისგან მიიღებს, მას ეს დავალება არ ჩაეთვლება დასრულებულად და ის არც დავალებების ანგარიშში გამოჩნდება.

იხილეთ ასევე: რას ნიშნავს პირველი და ბოლო მცდელობა სავარჯიშოს ანგარიშებში?