რატომ არაა ჩემი ხანის აკადემიის ანგარიში ავტომატურად დაკავშირებული მხარდამჭერთა თემთან?
თუ თქვენი ხანის აკადემიის ანგარიში ავტომატურად არ გაძლევთ საშუალებას, მონაწილეობა მიიღოთ ჩვენი მხარდამჭერების თემში, ამის მიზეზი, როგორც წესი, ისაა, რომ სისტემაში მითითებული არ არის თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ელფოსტა. მხარდამჭერთა თემის პროგრამა (Zendesk-ი) თქვენს ანგარიშსა და თქვენს განცხადებებს ელფოსტის მეშვეობით აკავშირებს. ამიტომ, როგორც კი დაამატებთ ელფოსტას თქვენს ანგარიშზე, ყველაფერი გასწორდება. ელფოსტის დამატება თქვენს ანგარიშში, თქვენს პარამეტრებში, დაკავშირებულ ანგარიშებში შეგიძლიათ.
არსებობს გამონაკლისები:
თუ მომხმარებელი 13-ზე ნაკლები წლისაა, მათ აქვთ ბავშვის ანგარიში და არ შეუძლიათ, საჯარო კომენტარები დატოვონ მხარდამჭერთა თემში, ეს შეზღუდვა კი მათი კონფიდენციალურობის დასაცავადაა შემოღებული. ბავშვისა და ზრდასრულის ანგარიშებს შორის სხვაობებზე მეტ ინფორმაციას იპოვით აქ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დახმარებისთვის ჩვენს გუნდს პირადად მიმართოს და გამოგვიგზავნოს ახალი ბილეთი, რომელშიც აღწერილი იქნება მათი პრობლემა/საჭიროება.
ხანის აკადემიაზე დისკუსიაში მონაწილეობაში თუ დაბლოკილი ხართ, ვერც მხარდამჭერთა თემის დისკუსიებში მიიღებთ მონაწილეობათ. თუ ფიქრობთ, რომ შეცდომით დაგბლოკეს, შეავსეთ ეს ფორმა და გვიამბეთ.