როგორ განვაცხადო საიტის ხარვეზის შესახებ?
ხანის აკადემიაზე ხარვეზის შესახებ შეტყობინების გამოგზავნა ბევრნაირად შეგიძლიათ. თუ განცხადებას სწორად გააკეთებთ, პრობლემა უფრო მალე გადაიჭრება. გთხოვთ, შეამოწმოთ, როგორ უნდა განაცხადოთ პრობლემის შესახებ - დახმარების ცენტრში ღილაკით განაცხადეთ პრობლემის შესახებ თუ სპეციალური ბმულის მეშვეობით, რომელსაც ქვემოთ კატეგორიის არჩევისას იპოვით.
- შესაძლო ტექნიკური პრობლემები საიტზე
- შეცდომები მასალაში (სავარჯიშოში, სტატიაში ან ვიდეოში) + არაფუნქციური ბმულები
- ინფორმაციის ძებნის პრობლემა
- შეუფერებელი სიტყვები ან ქცევა
- მექანიკური შეცდომები ვიდეოს ტრანკრიპტში ან სხვა ტექსტში
- გამოტოვებული მასალა ან გვერდები
- ახალი მასალის ან ფუნქციის მოთხოვნა
- უსაფრთხოების პრობლემები საიტზე
- პარტნიორობის შემოთავაზება
თუ თქვენი პრობლემა ამ სიაში არ წერია ან სპეციალურ ბმულს ვერ ხმარობთ, გთხოვთ, გამოიყენეთ პრობლემის განცხადების ღილაკი დახმარების ცენტრში, ხოლო დახმარების ცენტრის ღილაკს ხანის აკადემიის ნებისმიერი გვერდის ბოლოში, კონტაქტის ქვეშ იპოვით.
შესაძლო ტექნიკური პრობლემები საიტზე
თუკი დაინახავთ შეტყობინებას შეცდომის შესახებ თავისი ბმულით, გთხოვთ, პრობლემის შესახებ ამ ბმულით განაცხადოთ.
თუკი „ოჰ, არა“ კაცუნა გამოგიჩნდათ, გთხოვთ, ჯერ ყველა შემოთავაზებას გაეცანით „მაჩვენეთ, სად“ ტექსტის ქვეშ. თუ პრობლემა არ გამოსწორდა, გამოიყენეთ დახმარების მოთხოვნის ღილაკი პროგრამის ქვედა მარცხენა კუთხეში. როგორც წესი, „ოჰ, არა“ კაცუნასთან დაკავშირებული პრობლემები მომხმარებლის კოდის ხარვეზის გამო ჩნდება. თუ ვინმე გამოცდილი გეტყვით, რომ ეს ხანის აკადემიის პლატფორმის ხარვეზია, მაშინ გამოიყენეთ პრობლემის შეტყობინების ღილაკი დახმარების ცენტრში.
შეცდომები მასალაში (სავარჯიშოში, სტატიაში ან ვიდეოში) + არაფუნქციური ბმულები
თუკი თქვენი პრობლემა მხოლოდ ერთ გვერდზე ჩნდება და ხედავთ პრობლემის განცხადების ბმულს, გთხოვთ, პრობლემის შესახებ ამ ბმულით მოგვწეროთ.
თუკი ფიქრობთ, რომ პრობლემის აღწერისას სკრინშოტი დაგეხმარებათ, შეგიძლიათ, გვერდის ბმულით მოგვწეროთ პრობლემის შესახებ და აქვე დაამატოთ, რომ სკრინშოტს დახმარების ცენტრის მეშვეობით გამოგვიგზავნით.
სამწუხაროდ, გვიჭირს, გითხრათ, ზუსტად სად იპოვით ამ ღილაკს, რომელსაც ეწერება განაცხადეთ პრობლემის შესახებ ან პრობლემის შეტყობინება, რადგან საიტის გვერდები მუდმივად იცვლება.
- სავარჯიშოების გვერდებზე, სავარაუდოდ, ფორმას პასუხის შესაყვანი ღილაკის მარჯვნივ ან მახლობლად იპოვით.
- CS შეკითხვების ფორუმზე მარცხენა მინდორზე არასათანადო პოსტების განცხადების ქვეშ, მენიუს მაცხენა მხარეს ძირში ჩადით.
- Pixar-ის ინტერაქტიულ სავარჯიშოებში, Pixar-ის ვიდეოებში და CS ინტერაქტიულ გაკვეთილებში ბმულს სავარაუდოდ სავარჯიშოს ზედა მარჯვენა კუთხეში ან ქვედა მარჯვენა კუთხეში იპოვით.
- ვიდეოებში, მოგიწევთ, დაიწყოთ ტექსტის აკრეფა შეკითხვის დასმის ფანჯარაში და აირჩიოთ ოფცია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს გზავნილს. მოკლედ აღგვიწერეთ პრობლემა.
თუკი შეცდომის შეტყობინების ბმულს თავად გვერდზე ვერ იპოვით, გამოიყენეთ პრობლემის შეტყობინების ღილაკი დახმარების ცენტრში.
მაგალითი, ქვედა მარცხენა მინდორი CS შეკითხვების ფორუმზე:
მაგალითი, ზედა მარჯვენა მხარე CS გამოწვევაში:
მაგალითი, Pixar-ის აქტივობების ქვეშ:
მაგალითი, ქვედა მარჯვენა კუთხე მათემატიკის სავარჯიშოებში:
პრობლემა ინფორმაციის მოძიებისას
ხანის აკადემიაზე და დახმარების ცენტრში ძიების ფუნქციის გამოყენება შეგიძლიათ. ეს ორი სხვადასხვა კატალოგებში ეძებს, მიუხედავად იმისა, რომ დახმარების ცენტრის ზოგი სტატია ხანის აკადემიის გვერდებს უკავშირდება. თუ ძებნის ფუნქცია ვერ დაგეხმარათ, გამოიყენეთ პრობლემის შეტყობინების ღილაკი დახმარების ცენტრში.
ჯერ მონიშნეთ, თუ შესაძლებელია. თუ მონიშვნა საკითხს არ გადაჭრის ან თუ შეურაცხმყოფელი მასალის მოშორება საჩქაროა, გამოიყენეთ პრობლემის შეტყობინების ღილაკი დახმარების ცენტრში. გთხოვთ, აირჩიეთ განაცხადეთ მომხმარებლის შეუსაბამო ქცევა როცა მიხვალთ შეკითხვამდე რასთან დაკავშირებით გვწერთ?
მექანიკური შეცდომები ვიდეოს ტრანსკრიპტში ან სხვა ტექსტში
თუ სიტყვა შეცდომით წერია YouTube-ის ტიტრებში, ეს იმიტომ, რომ YouTube ტიტრებს ავტომატურად აგენერირებს და ხშირად შეცდომას უშვებს. ამაზე განცხადების გაკეთება არ არის საჭირო.
თუკი მექანიკურ შეცდომას სხვაგან შეხვდებით, ეს მოხვდება კატეგორიაში არასწორი ინფორმაცია.
გამოტოვებული მასალა ან გვერდები
თუკი გვერდის ნაწილი გამოტოვებულია, ეს უნდა განვაცხადოთ, როგორც პროგრამული შეცდომა.
თუ ვიდეო ან დოკუმენტი მიუთითებს წინა მასალაზე („როგორც წინა ვიდეოში ვნახეთ“) მაგრამ მასალა არ არის, ესეც პროგრამული შეცდომაა.
თუკი მასალას ვერც ძებნის ფუნქციით პოულობთ, შეიძლება, ის განგებ წაიშალა. საიტი დიმანიურია - მას მუდმივად ემატება და აკლდება მასალა. გამოიყენეთ პრობლემის შეტყობინების ღილაკი დახმარების ცენტრში.
ახალი მასალის ან ფუნქციის მოთხოვნა
თუ გაქვთ იდეები საინტერესო მასალაზე ან საიტის ფუნქციონალზე, ეს ფუნქციის დამატების მოთხოვნაა და განცხადება შესაბამის ფორუმში უნდა დაიწეროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფორუმზე დასაწერად ხანის აკადემიის დახმარების ცეტრში უნდა იყოთ შესული. დახმარების ცენტრი პლატფორმა Zendesk-ზეა დაფუძნებული და მასში ცალკე შესვლაა საჭირო.
საიტის უსაფრთხოების პრობლემები
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ანგარიშში საეჭვო აქტივობა შეამჩნიეთ, გთოხვთ, გამოიყენოთ პრობლემის შეტყობინების ღილაკი დახმარების ცენტრში. გთხოვთ, აირჩიოთ კატეგორია მომხმარებლის შეუსაბამო ქცევის შეტყობინება როცა მოხვალთ შეკითხვამდერასთან დაკავშირებით გვწერთ?
თუ გაქვთ შეკითხვები უსაფთხოებაზე, რომელზეც პასუხი ვერ იპოვეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის გვერდზე, გთხოვთ, გამოიყენოთ ბმული ამ გვერდის ბოლოში.
თუ ფიქრობთ, რომ საიტი საფრთხის ქვეშაა, გამოიყენეთ hackerOne ხოლო გირჩევნიათ, იხმარეთ პრობლემის შეტყობინების ღილაკი დახმარების ცენტრში. გთხოვთ, აირჩიოთ კატეგორია მომხმარებლის შეუსაბამო ქცევის შეტყობინება როცა მოხვალთ შეკითხვამდერასთან დაკავშირებით გვწერთ?