რით შეგვიძლია დახმარება?

როგორ მოვიპოვო ჩემი მოსწავლეების მომხმარებლის სახელებისა და პაროლების სია?

განახლებულია

როდესაც თქვენ ერთიანად ქმნით მოსწავლეების ანგარიშს ისე, რომ არ ურთავთ მათ ელფოსტებს, თქვენ ამ დროს ქმნით ბავშვის ანგარიშებს. სისტემა შემოგთავაზებთ, გადმოწეროთ CSV დოკუმენტი, რომელშიც თითოეული მოსწავლის მომხმარებლის სახელი და პაროლი ეწერება.

Download_CSV.png

როგორც ფანჯარაში წერია, უსაფრთხოების დაცვის მიზნით სისტემა ამ ფუნქციას მხოლოდ ერთხელ შემოგთავაზებთ და გირჩევთ, ეს ნაბიჯი არ გამოტოვოთ.

თუ ეს ნაბიჯი უკვე გამოტოვეთ ან აღარ გაქვთ წვდომა CSV ფაილზე, გირჩევთ, ხელახლა დააყენოთ მოსწავლეების პაროლები კლასის გვერდიდან, თუკი ისინი 13-ზე ნაკლები წლის არიან. ასევე შეგიძლიათ, მოითხოვოთ დახმარება ჩვენი გუნდისგან, თუ ამას დამოუკიდებლად ვერ გაართმევთ თავს.

თუ გირჩევნიათ, მოსწავლეებისთვის ახალი ანგარიშები და პაროლები შექმნათ, ამის გასაკეთებლად მიჰყევით ინსტრუქციებს აქ.  

ესეც რამდენიმე რჩევა დამწყებთათვის:

როცა მოსწავლეებისთვის ანგარიშებს ქმნით, დაამატეთ მშობლის ელფოსტა (დარწმუნდით, რომ სწორი მისამართი შეგყავთ - ხშირად ეშლებათ ხოლმე), რომ მშობელმაც მიიღოს ელფოსტა ხანის აკადემიისგან და შეძლოს ანგარიშის გახსნა.  

შენიშვნა: სისტემა მშობლებს გაუზიარებს იმ ელფოსტასაც, რომელი ელფოსტის ანგარიშითაც შეიქმნა მოსწავლეთა ანგარიშები. მოსწავლეების მომხმარებლის სახელები და პაროლები ჩაიწერეთ ან ამობეჭდეთ. თქვენ შეძლებთ, ეს სია შემეგ მასწავლებელს გადასცეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მონაცემების შეცვლა მშობელსაც შეეძლება.