რით შეგვიძლია დახმარება?

როგორ ვნახო ჩემი შვილის პროფილი?

განახლებულია

თქვენი შვილის პროფილში ჩანს მისი უნიკალური მომხმარებლის სახელი, მისი მწვრთნელები, აქტივობები საიტზე და მიღწევები. თუ თქვენი შვილი 13-ზე ნაკლები წლისაა, მისი პროფილის ნახვა შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ, მის სხვა მწვრთნელებს და თავად ბავშვს. მეტი ინფორმაციისთვის იმაზე, თუ როგორ იცავს ხანის აკადემია 13-ზე ნაკლები წლის მოსწავლეებს იხილეთ ეს სტატია.

თუკი პარამეტრებში „მშობლის“ პროფილი აირჩიეთ, მთავარ გვერდად მშობლის გვერდი გამოგიჩნდებათ, როცა სისტემაში შემოხვალთ. ყოველთვის შეგიძლიათ, მთავარ გვერდს დაუბრუნდეთ - ამისთვის დააწკაპუნეთ ხანის აკადემიის ლოგოზე ხანის აკადემიის ნებისმიერი გვერდის თავზე. 

ამის გაკეთებისას თუ მშობლის მთავარ გვერდს ვერ ხედავთ, შეცვალეთ პროფილი როლების განყოფილებაში თქვენი ანგარიშის პარამეტრებში. პროფილის შეცვლის ინსტრუქციებს იპოვით აქ.

თქვენი შვილის პროფილის სანახავად მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

  1. დარწმუნდით, რომ უყურებთ მშობლის მართვის პანელს 
    skitch.jpg

  2. თქვენი შვილების სიას დაინახავთ. რომელიმე შვილის პროგრესი რომ ნახოთ, დააჭირეთ მის მომხმარებლის სახელს.
    skitch.jpg

  3. თქვენი შვილის პროფილის გვერდი ჩაიტვირთება და შეძლებთ მისი პროგრესის ნახვას.
    skitch_2.jpg

  4. აქ უკვე შეძლებთ, სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი ჩანართი გახსნათ. ჩანართებში ნახავთ შემდეგს:

    • პროგრესის ჩანართი გაჩვენებთ, რა ისწავლა თქვენმა შვილმა ხანის აკადემიაზე. 
      • მათემატიკის რომელი უნარებია თითოეულ დონეზე (საწყისი დონე, ნავარჯიშები, გაწაფული, დახელოვნებული)
      • ნანახი ვიდეოების სახელი და თითოეულ თარიღში ვიდეოების ყურებაზე დახარჯული დრო
      • ყოველდღიური აქტივობა, სადაც ჩანს, რომელ უნარებზე მუშაობდა, რომელ ვიდეოებს უყურებდა და ენერგიის რამდენი ქულა მოაგროვა ყოველ დღე
      • ვიდეოებისა და უნარების ჩაშლა, სადაც ჩანს, რამდენი სავარჯიშო შეასრულა ან რამდენ ვიდეოს უყურა ამა თუ იმ უნარის ასათვისებლად.

    • პროფილის ჩანართი გვაჩვენებს შემდეგს: 
      • ბეჯები, რომლებიც თქვენმა შვილმა უკვე აიღო და ბეჯები, რომლების აღებაც მომავალში შეუძლია
      • სესიები, ანუ იმ დღეების რაოდენობა, როცა თქვენი შვილი ჩავარდნის გარეშე ყოველ დღე მუშაობდა ხანის აკადემიაზე
      • აქტივობა დისკუსიებში 
      • პროექტები, რომლებიც თქვენმა შვილმა შექმნა ჩვენი კომპიუტერული პროგრამირების კურიკულუმში

    • მასწავლებლების ჩანართი საშუალებას გაძლევთ, ნახოთ თქვენი შვილის ამჟამინდელი მწვრთნელების სია და აირჩიოთ, შეძლოს თუ არა მან სხვა მწვრთნელების დამატება.

 ნახეთ ასევე: