როგორ შევცვალო ჩემი შვილის ანგარიშის პარამეტრები?
განახლებულია
თუ თქვენი შვილი 13-ზე ნაკლები წლისაა, თქვენ შეგიძლიათ, შეცვალოთ მათი:
- მომხმარებლის სახელი: თქვენი შვილი ამ სახელის მეშვეობით ხანის აკადემიაში შევა. ეს სახელი, ასევე, გამოჩნდება თქვენს, როგორც მშობლის, მთავარ გვერდზე.
- გენდერი: ამ ინფორმაციის მითითება არაა სავალდებულო.
- დაბადების თარიღი: თუ თქვენი შვილი 13-ზე ნაკლები წლისაა, ამის მითითებით მას შეეზღუდება წვდომა ფორუმებზე და მათი ინფორმაცია იქნება კონფიდენციალური.
- მთავარი ენა: თქვენი შვილი ჩვენს მასალას ამ ენაზე დაინახავს.
- ხმის ეფექტები: აირჩიეთ, გაიგებს თუ არა თქვენი შვილი საზეიმო ხმებს, როცა რამეს მიაღწევს.
- ვიდეოს ავტომატური გადასვლა: აირჩიეთ, გსურთ თუ არა, რომ ამა თუ იმ ვიდეოს დასრულებისას შემდგომი ვიდეო ავტომატურად ჩაირთოს.
- პაროლი: შეცვალეთ თქვენი შვილის პაროლი.
- მწვრთნელები: აირჩიეთ, უნდა შეეძლოს თუ არა ბავშვს სხვა მწვრთნელების დამატება.
- SAT-სთვის მეტი დრო: აირჩიეთ, უნდა ჰქონდეს თუ არა ბავშვს მეტი დრო SAT სავარჯიშოებზე სამუშაოდ.
- დამხმარე შესაძლებლობები: აირჩიეთ „ვიზუალზე დამოკიდებული მასალის დამალვა“, რომ დაიმალოს მასალა, რომლის გამოყენებისასაც საჭიროა ეკრანზე მაუსით მოქმედებების განხორციელება.
- ანგარიშის წაშლა: სამუდამოდ წაშალეთ ბავშვის ანგარიში.
შვილის პარამეტრების შესასვლელად ამ ნაბიჯებს მიჰყევით:
- შედით ხანის აკადემიის ანგარიშში და ზედა მაჯრვენა კუთხეში დააწკაპუნეთ თქვენს სახელზე. გაიხსნება მენიუ.
- დააწკაპუნეთ ღილაკზე პარამეტრები
- ჩადით ქვემოთ, იპოვეთ ბავშვის ანგარიშები და აირჩიეთ ღილაკი პარამეტრებიიმ ბავშვის გასწვრივ, რომლის პარამეტრების შეცვლაც გსურთ.
შენიშვნა: პარამეტრებში მოსახვედრად, ასევე, შეგიძლიათ, დააწკაპუნოთ ღილაკზე თქვენი ბავშვები ჩამოშლად მენიუში, დააწკაპუნოთ ბავშვის იმ ანგარიშზე, რომლის შეცვლაც გსურთ და დააწკაპუნოთ ღილაკზე პარამეტრები.
შენიშვნა: ბავშის ანგარიშში არ გვაქვს CollegeBoard.org-თან დაკავშირების ფუნქცია. თუ თქვენი შვილი 13 ან მეტი წლისაა, მას შეუძლია, თავად შეცვალოს საკუთარი ანგარიშის პარამეტრები.