რით შეგვიძლია დახმარება?

მე ვარ მასწავლებელი, მწვრთნელი ან მშობელი; როგორ დავიწყო საიტის მოხმარება?

განახლებულია

შექმენით ანგარიში 

ანგარიშის შესაქმნელად შედით საიტზე ka.khanacademy.org. თუ დააწკაპუნებთ ღილაკს მასწავლებლები ან მშობლები, სისტემა მოსწავლეების ან შვილების დამატებაში ეტაპობრივად დაგეხმარებათ. 

შენიშვნა: როგორი ანგარიშიც არ უნდა აირჩიოთ, თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ მოსწავლის, მწვრთნელის/მასწავლებლის ან მშობლის ფუნქციების გამოყენებას. 

შექმენით/დაამატეთ შვილის ან მოსწავლის ანგარიშები

თუ მოსწავლის მშობელი ან მწვრთნელი ხართ, თქვენი ანგარიშის შექმნის შემდეგ შეძლებთ, ხანის აკადემიის მწვრთნელის ხელსაწყოები ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენს სახელზე დაწკაპუნებით, შემდეგ კი მოსწავლეების ან შვილების არჩევით იპოვოთ.

მას შემდეგ, რაც შექმნით თქვენს ანგარიშს, შეძლებთ, თქვენი მოსწავლეები ან შვილებიც დაარეგისტრიროთ.  სხვადასხვა შემთხვევაში ანგარიშების შექმნის ინსტრუქციების სანახავად აირჩიეთ შესაბამისი გზამკვლევი  მეტის ნახვის სექციაში.

შენიშვნა: თუ თქვენი შვილი 13-ზე ნაკლები წლისაა, მის ანგარიშს ექნება განსაკუთრებული კონფიდენციალობის მექანიზმები

თავად სცადეთ

დააწკაპუნეთ კურსების მენიუზე ზედა მარცხენა კუთხეში და დაიწყეთ ძიება! ეს საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, თუ რა ელის თქვენს მოსწავლეს ან შვილს.

ნახეთ ჩვენი რესურსები

მწვრთნელი შეიძლება, იყოს მასწავლებელი, მშობელი, მენტორი ან თანატოლიც კი. მათი ფუნქციაა, დაეხმარონ მოსწავლეებს, იზეიმონ მათი წარმატება, მარცხის შემთხვევაში კი გაკვეთილებით მოამარაგონ. მასწავლებელი რომც არ იყოთ, მასწავლებლის რესურსების ნაწილი შეიძლება მაინც ძალიან გამოგადგეთ.

ნახეთ ასევე: