რით შეგვიძლია დახმარება?

როგორ შევქმნა ანგარიში?

განახლებულია

 

სულ ერთია, მასწავლებელი ხართ, მშობელი თუ ინსტრუქტორი. ხანის აკადემიაზე რეგისტრაცია მარტივი და უფასოა.  

ანგარიშის შესაქმნელად შედით ხანის აკადემიის მთავარ გვერზე. თუ დააჭერთ ღილაკებს მასწავლებლები ან მშობლები, სისტემა მოსწავლეების ან შვილების დამატებაში დაგეხმარებათ. როგორი ანგარიშიც არ უნდა შექმნათ, თქვენ მაინც შეძლებთ ყველა - მოსწავლის, მასწავლებლის და მწვრთნელის - ფუნქციის გამოყენებას.

თუ მოსწავლის მშობელი ან მწვრთნელი ხართ, თქვენი ანგარიშის შექმნის შემდეგ შეძლებთ, ხანის აკადემიის მწვრთნელის ხელსაწყოები ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენს სახელზე დაწკაპუნებით, შემდეგ კი მოსწავლეების ან შვილების არჩევით იპოვოთ. 

მას შემდეგ, რაც შექმნით თქვენს ანგარიშს, შეძლებთ, თქვენი მოსწავლეები ან შვილებიც დაარეგისტრიროთ. თუ თქვენი შვილი 13-ზე ნაკლები წლისაა, მის ანგარიშს განსაკუთრებული კონფიდენციალობის მექანიზმები ექნება.

ინსტრუქციებისთვის აირჩიეთ შესაბამისი გზამკვლევი ქვევით.

მშობლებისთვის:

განმანათლებლებისთვის:

მოსწავლეებს, ასევე, შეუძლიათ, შექმნან საკუთარი ანგარიში დათქვენ მწვრთნელად დაგამატონ. ჩვენ სწორედ ამ გზას ვუწევთ რეკომენდაციას, თუ თქვენს მოსწავლეებს ტექნოლოგიასთან ურთიერთობა უადვილდებათ!