რატომ უნდა დაურთონ მოსწავლეებმა მშობლის ელფოსტაც?
განახლებულია
ჩვენი ახალგაზრდა მოსწავლეების დასაცავად ხანის აკადემია იმ მოსწავლეებს, რომლებიც Google Apps for Education-ით ახდენენ ავტორიზაციას, სთხოვს, რომ დაადასტურონ თავიანთი ასაკი. შემდეგ სისტემა 13-ზე ნაკლები წლის მოსწავლეების ანგარიშს ზღუდავს. ჩვენ შემდეგ ვთხოვთ მოსწავლეებს, გაგვიზიარონ მშობლის ანგარიში.
როცა მოსწავლე ამ ინფორმაციას გვაწვდის, ჩვენ მის მშობელს ელფოსტით ვუკავშირდებით, რომ მშობელმა ნახოს შვილის პროგრესი ხანის აკადემიაზე და მას სწავლისა და განვითარებისკენ მოუწოდოს.