რით შეგვიძლია დახმარება?

როგორ დავიწყო ხანის აკადემიის გამოყენება?

განახლებულია
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ხანის აკადემიაზე!
 
მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციას, რომ შეძლოთ მოსწავლეებთან ერთად ხანის აკადემიის გამოყენება.
  • ნაბიჯი 1: შექმენით ანგარიში. შედით საიტზე ka.khanacademy.org. აირჩიეთ მასწავლებჯ და მიჰყევით ინსტრუქციას, რომ შექმნათ ანგარიში.
LOHP_Teachers.jpg
 
LOHP_Teachers_Start_Here.jpg
 
შენიშვნა: ამ ეტაპზე რომელი პროფილიც (მასწავლებელი, მშობელი თუ მოსწავლე) არ უნდა აირჩიოთ, შემდეგ ეტაპზე ახლიდან შეძლებთ საკუთარი პროფილის მითითებას. ანგარიშის შექმნაზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია.
  • ნაბიჯი 2: შექმენით კლასი. შედით მასწავლებლის მართვის პანელში, რომელსაც ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენს სახელზე დაჭერით ჩამოშლადი მენიუდან გახსნით. დააწკაპუნეთ ახალის კლასის დამატების ღილაკს.
 
Add_new_class_in_Classes_Tab.png
შეიყვანეთ კლასის სახელი ან მოახდინეთ კლასის იმპორტირება Google Classroom-იდან. შემდეგ აირჩიეთ საგანი თქვენი კლასისთვის. კლასის შექმნაზე მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
 
შენიშვნა: საგნის დამატება სისტემას საშუალებას აძლევს, შემოგთავაზოთ რელევანტური მასალა, რომელსაც მოსწავლეებს დავალებად მისცემთ. საგნის არჩევისას თქვენ არ იზღუდებით - შეგიძლიათ, მოსწავლეებს სხვა მასალაც მისცეთ დავალებად და მოსწავლეებიც მთელი საიტის მასალის ათვისებას შეზლებენ.
  • ნაბიჯი 3: დაამატეთ მოსწავლეები.
კლასისთვის მოსწავლეების დამატების ოთხი გზა არსებობს:
  • სთხოვეთ მოსწავლეებს, დაემატონ კლასს მისი კოდის მეშვეობით. თითოეულ კლასს აქვს უნიკალური კოდი. მოსწავლეებს შეუძლიათ, ეს კოდი შეიყვანონ აქ: ka.khanacademy.org/coaches და შემოუერთდნენ კლასს.
 
mceclip0.png
  • დააკავშირეთ Google Classroom-ის ანგარიში და მოახდინეთ კლასის იმპორტირება. დაგჭირდებათ Google-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
  • დაპატიჟეთ მოსწავლეები ელფოსტით. დაგჭირდებათ მოსწავლეთა ელფოსტის სია.
  • დაიმატეთ ისინიც, ვისაც არ აქვს ელფოსტა. თქვენ თავად შექმნით მათ ანგარიშებს.
  • ნაბიჯი 4: გაეცანით საიტს.
 მასწავლებლის მართვის პანელი მასწავლებლის მთავარი გვერდია ხანის აკადემიაზე. აქ დაბრუნება ნებისმიერი გვერდიდან შეგიძლიათ გვერდის თავზე ხანის აკადემიის ლოგოზე ან ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენი სახელის ჩამოსაშლელ მენიუში მწვრთნელის მართვის პანელზე დაწკაპუნებით.
 
შენიშვნა: შეიძლება, სისტემამ გაჩვენოთ ღილაკი დაამატეთ მოსწავლეები იმის მაგივრად, რომ გაჩვენოთ მწვრთნელის მართვის პანელი - ეს იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ გყავთ მოსწავლეები.
 
თუ ზემოთ ხანის აკადემიის ლოგოზე დაჭერით მწვრთნელის მართვის პანელზე არ გადადიხართ, საჭიროა პარამეტრების შეცვლა. დააწკაპუნეთ ღილაკზე პარამეტრები, რომელსაც ზედა მარჯვენა კუთხეში თქვენს სახელზე დაწკაპუნებისას ჩამოშლად მენიუში ნახავთ. ჩადით სექციამდე როლები და დარწმუნდით, რომ თქვენი მთავარი გვერდი დაყენებულია მწვრთნელის მართვის პანელზე.