თუ ჩემი შვილი 13-ზე ნაკლები წლისაა, როგორ შეძლებს ანგარიშში შესვლას?
განახლებულია
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შვილის კონფიდენციალობის დაცვა, ამიტომ ხანის აკადემიაზე მათ დასაცავად განსაკუთრებული ზომები მივიღეთ.
თუ 13-ზე ნაკლები წლის ბავშვი შეეცდება ხანის აკადემიაზე ანგარიშის გახსნას, რეგისტრაციის შემდგომ გვერდზე მას მშობლის ელფოსტის შეყვანა მოუწევს. ჩვენ მშობელს მოცემულ ელფოსტაზე მივწერთ, რომ მან შვილის ანგარიშის შექმნა შეძლოს.
13-ზე ნაკლები წლის ბავშვისთვის ხანის აკადემიაზე ანგარიშის შექმნის სამი გზა არსებობს:
- შვილის მშობელი ან მეურვე ქმნის ბავშვის ანგარიშს საიტზე ka.khanacademy.org/parent. შემდეგ მშობელს შეუძლია, ღილაკზე დაამატეთ თქვენი შვილი დააწკაპუნოს. მშობლის ანგარიში ავტომატურად უკავშირდება შვილის ანგარიშს; მშობელი კი ბავშვის მწვრთნელის სტატუსს იღებს. ბავშვის კონფიდენციალობის დასაცავად ბავშვის ანგარიშში ზოგი ფუნქცია შეზღუდულია. მშობლის ანგარიშის შესაქმნელად საჭიროა ელფოსტა, ხოლო მშობლის ანგარიშთან დაკავშირებული ბავშვის ანგარიშს კი არ სჭირდება თავისი ელფოსტის დაფიქსირება.
- ბავშვის ანგარიშის შექმნა შეუძლია ბავშვის მასწავლებელსაც. ბევრი სკოლა იყენებს სერვისს Google Apps for Education, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, მართონ ანგარიშები. ასეთი ანგარიშის მინიჭება 13-ზე ნაკლები წლის ბავშვისთვისაც შეიძლება.
- ბავშვს შეუძლია, თავად შექმნას ანგარიში. ანგარიშის შექმნისას მას მშობლის ელფოსტის შეყვანა მოუწევს. მშობელი შემდეგ მიიღებს წერილს, რომლითაც შეძლებს ბავშვის ანგარიშის დადასტურებას 7 დღის განმავლობაში.
იხილეთ ასევე: