რით შეგვიძლია დახმარება?

როგორ შევქმნა ახალი ანგარიში?

განახლებულია

ხანის აკადემიის მასალის უფასოდ გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია!

დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ Google-ის, Facebook-ის ანგარიშები ან პირადი ელფოსტა.
როცა გახსნილი გაქვთ საკუთარი ანგარიში, შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ საკუთარ პროგრესს, აიღოთ ქულები და ბეჯები!

ამისათვის შედით ჩვენს საიტზე https://ka.khanacademy.org/ და დააწკაპუნეთ რეგისტრაციის იმ ოფციას, რომელსაც ყველაზე მეტად გამოიყენებთ — ანუ აირჩიეთ, ძირითადად მოსწავლე იქნებით, მასწავლებელი თუ მშობელი.

 

2019-06-25_1550.png

 

 შემდეგ შეარჩიეთ, როგორ გსურთ რეგისტრაცია — Google-ის ანგარიშით, Facebook-ის ანგარიშით თუ ელფოსტით.
mceclip0.png

13-ზე ნაკლები წლის მოსწავლეებს არ სჭირდებათ ელფოსტა ანგარიშის შესაქმნელად მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით და მათ უბრალოდ შეუძლიათ მომხმარებლის სახელისა და პაროლის არჩევა. 

mceclip0.png

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 13-ზე ნაკლები წლის მომხმარებლებს მოუწევთ, მიუთითონ მშობლის/მეურვის ელფოსტა, რომ მშობელს სისტემამ შეატყობინოს ამ ანგარიშის შექმნის შესახებ.

2019-06-25_1604.png

თუ თქვენ ხართ მშობელი ან მასწავლებელი, ნახეთ ეს სტატია როგორც თქვენი, ისე შვილის/მოსწავლის ანგარიშის შექმნაზე.

ნახეთ ასევე: