როგორ დავამატო ან წავშალო მწვრთნელები ბავშვის ანგარიშში?
განახლებულია
მშობლებს შეუძლიათ, ჩართონ ან გამორთონ ბავშვის ანგარიშზე მწვრთნელის დამატების ფუნქცია (მწვრთნელს შეუძლია, ნახოს ბავშვის პროგრესი ხანის აკადემიაზე). ბავშვის ანგარიშში ავტომატურად ჩართულია მშობლის გარდა სხვა მწვრთნელის დამატების ფუნქცია, რომ ბავშვს მასწავლებელმა, მენტორმა ან მეგობარმა გაუწიოს დახმარება. თუკი თქვენ ქმნით ანგარიშს თქვენი შვილისთვის, შეძლებთ, ეს ფუნქცია ანგარიშის შექმნისას ან ბავშვის პარამეტრებში (იხ. ქვემოთ) გამორთოთ).
მწვრთნელის დამატება
- შედით მშობლის ანგარიშში და ზედა მარჯვენა კუთხეში დააწკაპუნეთ თქვენს სახელზე. აირჩიეთ პარამეტრები მენიუდან.
- პარამეტრების გვერდზე ჩადით ქვემოთ, იპოვეთ ბავშვის ანგარიშები და დააწკაპუნეთ ღილაკზე პარამეტრები, რომელიც თქვენი შვილის მომხმარებლის სახელის გვერდზეა განთავსებული:
- თქვენი შვილის პარამეტრებში ჩადით ქვემოთ ღილაკამდე მწვრთნელებზე და დააწკაპუნეთ წარწერაზე ესტუმრეთ თქვენი შვილის მწვრთნელების გვერდს.