როგორ შევქმნა ბავშვის ანგარიში?
თუ ხართ მშობელი და უკვე გაქვთ ანგარიში ხანის აკადემიაზე, ეწვიეთ ამ გვერდს და დააწკაპუნეთ თქვენი შვილის დამატების ღილაკზე. (თუ ჯერაც არ გაქვთ ანგარიში ხანის აკადემიაზე, ეწვიეთ ამ ბმულს და დარეგისტრირდით.)
მას შემდეგ, რაც დააწკაპუნებთ ღილაკზე დაიმატეთ თქვენი შვილი, სისტემა მისი დაბადების თარიღის შეყვანას მოგთხოვთ:
თქვენი შვილის დაბადების თარიღი იმისთვისაა საჭირო, რომ დადგინდეს, რისი უფლება უნდა ჰქონდეს მომხმარებელს. 13-ზე ნაკლები წლის მოსწავლეების ანგარიშს მათი მშობელი/მეურვე მართავს, რომ დავიცვათ მოსწავლის კონფიდენციალობა. ამაზე მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს სტატია.
თუ თქვენი შვილი 13-ზე ნაკლები წლისაა
თქვენ მიიღებთ ფორმას, რომელსაც თქვენი შვილის სახელზე შეავსებთ (დააკვირდით, რომ საუბარია ბავშვის შეზღუდულ ანგარიშზე):
შეავსეთ ფორმა და დააწკაპუნეთ ღილაკზე შემდეგი რომ შექმნათ ანგარიში.
თუ თქვენი შვილი 13 ან მეტი წლისაა
თქვენ სისტემა გკითხავთ, აქვს თუ არა თქვენს შვილს ელფოსტა. თუ მას აქვს ელფოსტა, შეგიძლიათ, მას გაუგზავნოთ ხანის აკადემიაზე რეგისტრაციის მოწვევა ან თავად შეუქმნათ მას ანგარიში:
თუ თქვენს შვილს არ აქვს ელფოსტა (ან თქვენ გირჩევნიათ, თავად შეუქმნათ ანგარიში), თქვენ მიიღებთ იმ ფორმის მსგავს ფორმას, რომელსაც 13-ზე ნაკლები წლის ბავშვისთვის გამოგიგზავნიდით:
შეავსეთ ფორმა და დააწკაპუნეთ ღილაკზე შემდეგი.
რამდენიმე შვილი
თუ რამდენიმე შვილის დამატება გსურთ, დააწკაპუნეთ ღილაკს კიდევ ერთი ბავშვის დამატება.
გარდა ამისა, შეგიძლიათ, დააწკაპუნოთ ღილაკზე თქვენი შვილის დამატება თქვენი მთავარი გვერდიდან ნებისმიერ დროს.
ანგარიშის შექმნის შემდეგ
მას შემდეგ, რაც შექმნით ანგარიშ(ებ)ს, დაბრუნდით მთავარ გვერდზე და გამოდით სისტემიდან და შეიყვანეთ შვილი თავისი ანგარიშით.
შენიშვნა: თუკი თქვენ და თქვენი შვილი ხანის აკადემიას ერთი და იმავე კომპიუტერით ხმარობთ, ეცადეთ, ყოველთვის გამოხვიდეთ თქვენი ანგარიშიდან, რომ შვილს ხელი არ შეუშალოთ ან მისი პროგრესი თქვენი ანგარიშის პროგრესში არ აისახოს (ან პირიქით).
ნახეთ ასევე: