რით შეგვიძლია დახმარება?

რატომ წაიშალა ჩემი შვილის ანგარიში 7 დღის მერე?

განახლებულია

ხანის აკადემია 13-ზე ნაკლები წლის ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავად შექმნან ანგარიში ხანის აკადემიაზე. ანგარიშის შექმნისას მათ სისტემა მოთხოვს, შეიყვანონ მშობლის/მეურვის ელფოსტა. შემდეგ მშობელი მიიღებს წერილს, რომლითაც შეძლებენ შვილის ანგარიშის დადასტურებას.

ამასობაში მოსწავლე შეძლებს, შექმნას მომხმარებლის სახელი და პაროლი და დაიწყოს ხანის აკადემიაზე სწავლა!

მშობელმა/მეურვემ შვილის ანგარიში 7 დღეში უნდა დაადასტურონ. წინააღმდეგ შემთხვევაში შვილის ანგარიში სამუდამოდ წაიშლება, რადგან ხანის აკადემიას არ აქვს უფლება, შეინახოს 13-ზე ნაკლები წლის მოსწავეთა პირადი ინფორმაცია მათი მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე. ეს 7-დღიანი პერიოდი ბავშვს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ხანის აკადემიის ყველა ფუნქცია, სანამ მშობელი დადასტურებას შეძლებს.

თუ ეჭვობთ, რომ თქვენი ელფოსტა არასწორად იყო მითითებული ან თუ არასდროს მიგიღიათ წერილი თქვენი შვილის ანგარიშის დადასტურებასთან დაკავშირებით, არ იდარდოთ! თქვენს ელფოსტას ბავშვის ანგარიშიდანვე განაახლებთ, პარამეტრების გვერდზე.

ეწვიეთ პარამეტრების გვერდს, შემდეგ დააწკაპუნეთ განახლებასსექციაში მშობლის/მეურვის ელფოსტა. თქვენ შეძლებთ, შეიყვანოთ ახალი ელფოსტა. იხილეთ აქ:

თქვენ კიდევ ერთ წერილს მიიღებთ, რომ შეძლოთ ბავშვის ანგარიშის დადასტურება.