რით შეგვიძლია დახმარება?

როგორ შევუქმნა ანგარიში მოსწავლეს?

განახლებულია

თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ხანის აკადემიის ანგარიშები მოსწავლეების ელფოსტის გარეშე. როცა მოსწავლეებს კლასში ამატებთ, აირჩიეთ ფუნქცია „შექმენით თქვენი მოსწავლეების ანგარიშები“.

შენიშვნა: ჩვენი სისტემა ვარაუდობს, რომ სანამ 13-ზე ნაკლები წლის მოსწავლეებს დაპატიჟებთ, თქვენ მათი მშობლებისგან მიღებული გაქვთ ბავშვების ხანის აკადემიაზე დამატების ნებართვა. გადმოწერეთ მშობლებისთვის გასაგზავნი შაბლონი (აქედან).

mceclip1.png

ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, შექმნათ თითოეული მოსწავლის მომხმარებლის სახელი და პაროლი. თავიდან თქვენ შეიყვანთ თითოეული მოსწავლის სახელსა და გვარს. ჩვენი სისტემა თითეული ანგარიშისთვის დააგენერირებს მომხმარებლის სახელსა და პაროლს. სახელებსა და პაროლებს რომ შეადგენთ, დააწკაპუნეთ ღილაკზე ანგარიშის შექმნა; ამის შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება, გადმოიწეროთ მოსწავლეთა სახელების, მომხმარებლის სახელებისა და პაროლების სია.

createstudentaccounts.gif

შენიშვნა: უსაფრთხოების დასაცავად თქვენ ამ სიის გადმოწერას მხოლოდ ერთხელ, ამ ნაბიჯზე შეძლებთ. თუ ამ ნაბიჯში სიის გადმოწერას გამოტოვებთ, სიას მომავალში ვეღარ გადმოწერთ. ამაზე დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

თუ თქვენ მოსწავლეების ანგარიშებს ამ გზით შექმნით, მოსწავლეებს ავტომატურად ექნებათ ნებართვა, დაამატონ სხვა მწვრთნელები მომავალში.