რით შეგვიძლია დახმარება?

რა არის კურსისა და თემის დახელოვნება?

განახლებულია

ხანის აკადემიის მისიაა, ყველგან, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს უფასო, მსოფლიო დონის განათლება. ამ მისიის მისაღწევად ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც ჩვენმა გუნდმა შექმნა, არის სისტემა, რომელიც მოსწავლის პროგრესის დანახვის საშუალებას გვაძლევს. ამას დახელოვნების სისტემას ვუწოდებთ.

კურსის დახელოვნება

mceclip0.png

კურსში, რომელშიც ინტეგრირებულია დახელოვნების სისტემა, ჩანს: 

  1. ჯამში დახელოვნების ქულების რა წილი აიღეთ ამ კურსში.
  2. კურსის რა პროცენტში დახელოვნდით.
  3. კურსის დახელოვნების დონე (იხილეთ დახელოვნების დონეები ქვემოთ მეტი ინფორმაციისთვის). 

კურსებს ქვემოთ ასევე აქვს კურსის დახელოვნების ბარათი, რომელშიც შეგიძლიათ, გაიაროთ ტესტი ამ კურსის ყველა უნარში.

Screenshot_2018-07-09_17.27.16.png

Screenshot_2019-10-25_17.23.33.png

თემის დახელოვნება

თემის პროცენტს რამდენიმე ელემენტი აქვს, რომელიც ზედა სურათშია მონიშნული:

  1. თემაში არსებული დახელოვნების ქულები ჯამში (მაგალითად, 1200 ქულა ამ თემაში - 100 ქულა თითო უნარისთვის)
  2. ზედა ზოლი ზომავს თქვენს პროგრესს 1 - 6 დონეებში.
  3. მარცხენა სვეტი შეიცავს უნარების შეჯამებას, რაც საშუალებას გაძლევთ, დაინახოთ პროგრესი თითოეულ უნარში.
  4. სავარჯიშოებში შეგიძლიათ, დაუნახოთ თქვენი პროგრესი ნავარჯიშებიდან გაწაფულამდე და დახელოვნებულამდე თითო უნარში.

 

დონის ამაღლება უნარებში სავარჯიშოებით

როცა აქტივობას დაიწყებთ (სავარჯიშოს, შუალედურ ან თემის ტესტს ან კურსის გამოწვევას), დანახავთ ბარათს, რომელიც გაწვდით ინფორმაციას შეკითხვების რაოდენობაზე. თუ შალედურ ან თემის ტესტზე ან კურსის გამოწვევაზე მუშაობთ, დაინახავთ, დაახლოებით რა დრო დასჭირდათ სხვა მოსწავლეებს ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

Screenshot_2019-10-25_16.38.24.png

ბარათს დაინახავთ სავარჯიშოს, ტესტის ან გამოწვევის დასრულებისასაც. მარცხნივ გამოსახული იქნება, რამდენ უნარში შეიცვალა თქვენი დონე და რამდენი უნარი დარჩა უცვლელი. მარჯვნივ დაინახავთ თითეულ უნარში ცვლილების დეტალურ აღწერას.

End_of_Task_Card.png

ბარათზე შესაძლოა, ასახული იყოს სამომავლო რეკომენდაციებიც თქვენს შედეგზე დაყრდნობით.

End_of_Task_Card_with_Lesson_Recommendations.png

უნარის დონეები დახელოვნების ახალ სისტემაში

თითო უნარი ჯამში 100 დახელოვნების ქულას უდრის. როცა ამა თუ იმ უნარში ვარჯიშობთ და პასუხობთ შეკითხვებს ტესტებსა და გამოწვევებში, თქვენი დონე ამ უნარში აიწევს (ან ჩაიწევს, თუ ბევრ შეკითხვას არასწორად უპასუხებთ). 

როცა „ნავარჯიშებ“ დონეზე ახვალთ, 100-დან 50 ქულა გექნებათ. „გაწაფულით“ 80 ქულას მიაღწევთ, ხოლოდ „დახელოვნებული“ 100-ივე ქულას მოგანიჭებთ.

Mastery_skill_levels.png

დახელოვნების მიღწევა რთულია - ამას თავისი მიზეზი აქვს - მაგრამ ამ დონის მიღწევით დაამტკიცებთ, რომ უნარს მართლაც დაეუფლეთ. იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ დონის ეტაპობრივად ამაღლებით და 100%-ის მიღწევით.