რით შეგვიძლია დახმარება?

როგორ მივცე დავალება?

განახლებულია

დავალებები მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, დაავალონ კონკრეტული ვიდეო, სავარჯიშო ტესტი ან კურსის დახელოვნება მთელ კლასს ან კონკრეტულ მოსწავლეს. განსხვავებული ტიპის დავალებებისთვის სხვადასხვა ანგარიში გამოჩნდება, რაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს, შეაფასოს მოსწავლის ნამუშევარი, თვალი ადევნოს მის პროგრესს და იპოვოს ჩავარდნები მის ცოდნაში.

დავალებების მიცემა დავალებების ჩანართიდან

დავალებების მისაცემად კლასის გვერდზე ჩამოშალეთ დავალებების მენიუ, აირჩიეთ დავალებები, მონიშნეთ სასურველი მასალა და აირჩიეთ ღილაკი  დავალება.

Make_an_Assignment_on_the_Class_Page.png

გამოჩნდება ფანჯარა, სადაც აირჩევთ, რა უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა - ერთი და იგივე თუ განსხვავებული ამოცანები - როდის უნდა იყოს საბოლოო ვადა და რომელმა მოსწავლეებმა უნდა მიიღონ დავალება.

Screen_Shot_2018-12-24_at_4.02.24_PM.png

დავალებების მიცემა მასალის გვერდიდან

რომელიმე მასალის გვერდიდან დავალების მისაცემად დაათვალიერეთ ჩვენი კატალოგი და შეარჩიეთ მასალა, რომლის დავალებაც გსურთ მოსწავლეებისთვის - იქნება ეს ვიდეო, სტატია თუ სავარჯიშო. რესურსზე რომ დააწკაპუნებთ, ეკრანის თავზე გამოჩნდება დავალების ხელსაწყოთა ზოლი.

ხელსაწყოთა ზოლის მეშვეობით აირჩევთ კლასს, მოსწავლე(ებ)ს და საბოლოო ვადას ამ დავალებისთვის. შემდეგ თუ აირჩევთ ღილაკს  დავალება დავალება მაშინვე გაიგზავნება, ხოლო თუ აირჩევთ ღილაკს  შენახვა მაშინ დავალება შეინახება შენახულების ჩანართში, სადაც შეძლებთ მის დარედაქტირებას ან სამომავლოდ გაგზავნას. 

2019-06-28_1244_001.png

შენიშვნა: კურსის გამოწვევას დავალებად ვერ გასცემთ.

დავალებების თანმიმდევრობა

მოსწავლებები დავალებებს საბოლოო ვადის მიხედვით დაინახავენ. რაც უფრო მალე მოდის საბოლოო ვადა, მით უფრო ზემოთ განთავსდება დავალება. თუ გსურთ, დავალებები კონკრეტული თანმიმდევრობით გამოუჩნდეთ, შესაბამისად მიაწერეთ საბოლოო ვადები. მაგალითად, თუ გსურთ, ჯერ ვიდეო ან სტატია ნახონ, შემდეგ კი სავარჯიშო, ვიდოეს/სტატიას უფრო ადრეული საბოლოო ვადა მიუთითეთ და ასე უბიძგეთ მოსწავლეებს, ჯერ ისწავლონ კონცეფცია, შემდეგ კი - ივარჯიშონ.

შეგიძლიათ, გაიგოთ, როგორ ჩანს დავალებები მოსწავლეებთან ამ სტატიაში.