რით შეგვიძლია დახმარება?

რატომ შეიძლება დასჭირდეს ხანის აკადემიის თანამშრომელს ჩემს ანგარიშში შესვლა?

განახლებულია

ცოტა ხნის წინ ავაგეთ ხელსაწყო, რომელიც ხანის აკადემიის თანამშრომლებს - მხარდაჭერის სამსახურის აგენტებსა და დეველოპერებს - მომხმარებლის ანგარიშში შესვლის საშუალებას აძლევს ამა თუ იმ პრობლემის დიაგნოსტიკისთვის. ეს ხელსაწყო გამოიყენება მაშინ, როცა, მაგალითად, კონკრეტული ვიდეოს პროგრესი არ ინახება, ბავშვი ვერ უკავშირებს მშობელს თავის ანგარიშს ან როცა გვჭირდება, უკეთ გავიგოთ, როგორ ხედავს მასწავლებელი რამდენიმე კლასის მოსწავლის ნამუშევარს. ეს ხელსაწყო ბევრ ასეთ სიტუაციაში გვჭირდება.

მშვენიერი... ამის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს?

ეს პროცესი ძალიან გვეხმარება და ძალიან გვიხარია, რომ უფრო მეტი ადამიანის დახმარებას და პრობლემების უფრო სწრაფად გადაჭრას შევძლებთ. მიუხედავად ამისა, ტექნიკური შეზღუდვების გამო, ამ ყველაფერს ერთი უცნაურობა აქვს, რომელზეც გვსურს, რომ იცოდეთ: როცა ჩვენ თქვენს ანგარიშში შევდივართ, სისტემა ვერ იგებს, რომ ჩვენ არ ვართ პლატფორმის რეალური მომხმარებელი - ანუ რასაც არ გავაკეთებთ, ყველაფერი ისე გამოჩნდება, თითქოს ეს მოქმედებები თქვენ განახორციელეთ.  

დიდი ალბათობით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ, პრობლემის გადაჭრისკენ იქნება გადადგმული - მაგალითად, მოსწავლის დამატება - მაგრამ შეიძლება, მაგალითად, ჩვენი მუშაობის შედეგად სისტემამ გაჩვენოთ მოულოდნელი პროგრესი ან მოქმედებები საგნებში, რომლებზეც თქვენ არასოდეს გიმუშავიათ. გვინდა, იცოდეთ, რატომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს, რომ არ დაიბნეთ.

თუ ბოლო დროს მხარდაჭერის ბილეთი გამოგვიგზავნეთ და ნება დაგვრთეთ, თქვენს ანგარიშში შემოვსულიყავით, შეიძლება, სისტემაში მოულოდნელი აქტივობა დაგხვდეთ. ყოველთვის ვეცდებით, ეს მინიმუმამდე დავიყვანოთ.

იურისტთა გუნდისგან

ეს არის  ის სამართლებრივი დებულება,  რომელზე თანხმობასაც აცხადებთ, როცა ჩვენს თანამშრომელს თქვენს ანგარიშში შესვლის უფლებას აძლევთ:

"თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ხანის აკადემიის მხარდაჭერის გუნდის წევრი შევიდეს სისტემაში თქვენი მომხმარებლის სახელით, რომ გადაჭრას ტექნიკური ხარვეზი. ამ ფუნქციას მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გადასაჭრელად გამოვიყენებთ და მიზნის მიღწევისთანავე გამოვალთ ანგარიშიდან. ჩვენ მხოლოდ აუცილებელ ნაბიჯებს გადავდგამთ. უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ამ პროცესს შიდა ანგარიშებშიც შევინახავთ. ნებართვის გაცემით თქვენ ხანის აკადემიის მხარდაჭერის გუნდს უფლებას აძლევთ, შევიდეს სისტემაში თქვენი მომხმარებლის სახელით."